რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პრობლემები კვლავ არსებობს.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პოლონურ ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯაშუშების ე.წ. სკანდალის კომენტირებისას განაცხადა.
"ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებს დაიცავს და მათ დევნას განაგრძობს ვინც ამ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის", - აღნიშნა კლინტონმა.
მისივე თქმით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების პროცესს აშშ-ს სამართალდამცველები სათანადოდ წარმართავენ.
"ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის პრობლემები არსებობს, თუმცა მიუხედავად ამის ვაშინგტონი მოსკოვთან ფართო სპექტრში თანამშრომლობს, რის გამოც პრობლემების შექმნას ვერიდებით", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და აქვე დასძინა, რომ რუსეთთან აშშ კვლავ ბალანსირებულ მიდგომას გამოიყენებს.