სოფელ ყარაჯალაში მამაკაცის წამებაში ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღის მეორე ნახევარში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
სოფელ ყარაჯალაში მამაკაცი რამდენიმე დღის წინ 10-ზე მეტმა მამაკაცმა სცემა და აწამა. წამების ამსახველი ვიდეო მასალა თვითმხილველებმა გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პოლიციამ წამების ბრალდებით 4 პირი დააკავა, ხოლო რამდენიმე პირი უკვე იდენტიფიცირებულია და მათი დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიება ტარდება.