აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დღევანდელი რეკომენდაციით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ქობულეთისმუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 18, 19 და 23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 3 კორპუსის აღსადგენად 58 964 ლარი გამოიყოფა.
ასევე, 5000-5000 ლარით ფინანსური დახმარება გაეწევა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, ხანძრის შედეგად დაზარალებულ 2 ოჯახს. დაზარალებულებს 5 000 - 5 000 ლარით უკვე დაეხმარა ქ. ბათუმის მერია.
კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში არსებულ სოციალურ სახლში, 14 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხიც განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს.
2017 წელს, შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 178 ოჯახს დახმარების მიზნით გამოიყო 2,814,564 ლარი.
139 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი (ბინა).