ბორჯომის სოფელ დაბაში არსებული ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ცნობით, დამწვარია 5 ჰექტარის ფართობის ტყის მასივი.
ცნობისთვის, ხანძარი ბორჯომში, სოფელ დაბასთან გუშინ გაჩნდა.
ცეცხლი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტერიტორის გაუჩნდა. ღამით იყო ძლიერი ქარი, რის გამოც, ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა.