სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის განუცხადებით, ბორჯომში, სოფელ დაბასთა მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, ასევე, ცოცხალი ძალა და ტექნიკა თბილისიდან.
„თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ხანძარი დღის ბოლომდე ლიკვიდირებული იქნება. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, ასევე, ცოცხალი ძალა და ტექნიკა თბილისიდან.
მათ კიდევ მაღალი გამავლობის მანქანებით ადგილობრივები ეხმარებიან. ვერტმფრენი სოფელ დაბასთან დილის 6 საათიდან მუშაობს. ხანძრის ფართობი გუშინდელი დღის შემდეგ არ გაზრდილა და იგივეა. მთავარია ქარი არ იყოს. გუშინ ძლიერი ქარი იყო და ხანძრის კერების უფრო გავრცელება ამან განაპირობა“, - განაცხადა აკაკი მაჭუტაძემ.
ცნობისთვის, ხანძარი ბორჯომში, სოფელ დაბასთან გუშინ გაჩნდა. ცეცხლი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტერიტორის გაუჩნდა. ღამით იყო ძლიერი ქარი, რის გამოც, ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა. დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საშიშროება კვლავ არ არსებობს.