აჭარაში კიდევ ერთი სახალხო დღესასწაული "კოლხობა 2017" აღინიშნა. კოლხობას ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფისა და გონიოს ტერიტორიაზე ზეიმობენ და მასში მონაწილეობას ღებულობს როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები.
სარფის ულამაზეს სანაპიროზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები და ლაზური ტრადიციებისა და სამზარეულოს ამსახველი კუთხეები.
კოლხობის დღესასწალი ლაზებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეუღლესთან ერთად მიულოცა. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კოლხობის დღეს ძველად "ქვაომხაზობის" სახელით იცნობდნენ და იგი 1978 წლიდან აღინიშნებოდა.