რუმინეთში ავიაკატასტროფის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი "ან-2" ტიპის თვითმფრინავს ქალაქ კონსტანცას ახლოს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა.
დაიღუპა ეკიპაჟის 4 წევრი და 11 პარაშუტისტი.
თვითმფრინავში მყოფმა 3 ადამიანმა პარაშუტის გახსნა და თვითმფრინავიდან გადახტომა შეძლო.