"რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია, როდესაც სამხედრო ოპერაციები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვის მიღმა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე აწარმოა", - განმარტავს რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარის ჰაიდი ტალიავინი გამოცემა "LE TEMPS"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჰაიდი ტალიავინი ინტერვიუში აცხადებს, რომ რომ ოსებისა და რუსების მიერ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გენოციდში საქართველოს დადანაშაულება არარეალური ბრალდება იყო.
მისივე თქმით, "საქართველომ 7 აგვისტოს ცხინვალზე შეტევა დაიწყო, მაგრამ რუსეთმა ამ სიტუაციისთვის ნიადაგი მოამზადა".
"თუ საქართველომ 7 აგვისტოს ცხინვალზე შეტევა დაიწყო, რუსეთმა ამ სიტუაციისთვის შესანიშნავი ნიაგადი მოამზადა, რამაც საბოლოოდ ის საქართველოსთან შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანა", - აცხადებს შვეიცარელი დიპლომატი.