ველისციხეში 75-წლამდე მამაკაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, სახლში მხოლოდ მისი შეუძლოდ მყოფი მეუღლე იმყოფებოდა, უბედური შემთხვევის შესახებ კი მეზობლებმა მეორე დღეს გაიგეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.