სამოქალაქო აქტივისტი და "ნეტგაზეთის “ფრილანსერი” ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურაშია დღეს ისევ დაიბარეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურა მას ბრალს მმართველი ძალის მიმართ ცილისწამებაში სდებს.
თამარ მეარყიშვილი, 16 აგვისტოს, ახალგორში, საკუთარ სახლთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ დააკავა.
მას დაკავებისას უთხრეს, რომ დაკავების მიზეზს “იქ”აუხსნიდნენ.
საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თამარ მეარაყიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით და ახალგორის მკვიდრთა უფლებების დასაცავად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებით, რის გამოც იგი ბოლო წლებში განიცდიდა ზეწოლას დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რაც ამა წლის ივლისის თვეში მისი ცხინვალში იძულებით გატაცებით დასრულდა.