ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი პირი მარკეტთან მყოფ ოთხ ახალგაზრდას თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათი ვარაუდით, თავდამსხმელი და ახალგაზრდები ერთმანეთს იცნობდნენ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.