მარნეულში, გამსახურდიას 5 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს გამყიდველი გაძარცვეს.
არსებული ინფორმაციით, სამსახურიდან სახლში დაბრუნების დროს კიბეზე მამაკაცმა დაზარალებულს ხელი ჰკრა და ჩანთა გამოსტაცა.
როგორც ირკვევა, ჩანთაში დაზარალებულს გასაყიდი ოქროულობა ედო. დაზარალებულმა პოლიციას მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.