ლევან მამაგეიშვილი, რომელსაც ოჯახის წევრები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ სამართალდამცველებმა ურეკში იპოვეს.
შსს-ის ცნობით, ის თავს კარგად გრძნობს.
მამაგეიშვილი თბილისში, ავტომობილის საყიდლად ჩავიდა და გაუჩინარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით გრძელდება, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.