გურიაში, კურორტ ბახმაროში ქალბატონი, რომელსაც ოთხი შვილიშვილი ჰყავს დასასვენებლად წაყვანილი, პოლიციის თანამშრომლებმა დაკითხეს.
არსებული ინფორმაციით, ქალბატონმა მცირეწლოვანი შვილიშვილი ჭინჭრით დასუსხა. ამის შესახებ მოქალაქეებმა პოლიციაში დარეკეს, რის საფუძველზეც ქალბატონთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარეს და შესაბამისი ოქმი შეადგინეს.
“ოთხი ბავშვთან ერთად ვისვენებ. კურორტზე არ მოდის წყალი და არაკომფორტულია აქ დასვენება. ბავშვს რაღაცაზე ვუსაყვედურე. ჯინჭრით შევაშიშინე, მეტი არაფერი მომხდარა. გაოცებული ვარ, ვინ დარეკა პოლიციაში“, - განუცხადა ქალბატონმა სააგენტო "გურიანიუსს".
როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცავებმა გამოკითხეს ბებია და შვილიშვილი. მათი ცნობით, ბებიას მიერ შვილიშვილის ჭინჭრით დასუსხვა არ დადასტურდა.