კუბას ყოფილმა პრეზიდენტმა, ფიდელ კასტრომ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საფეხბურთო მუნდიალიდან სამხრეთ ამერიკული გუნდების გამოვარდნის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ხშირად მსაჯები სწორედ სამხრეთ ამერიკული გუნდების წინააღმდეგ სცოდავენ.
ამის მაგალითად კასტროს ბრაზლია - ჰოლანდიას მეოთხედფინალური მატჩი მოჰყავს და აცხადებს, რომ მატჩის მთავარ მსაჯს გადამწყვეტ მომენტში მოედნიდან ფელიპე მელო არ უნდა გაეძევებინა.
ფიდელ კასტრომ დღევანდელ ნახევრფიანულრ მატჩზეც ისაუბრა, სადაც სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი ურუგვაი თამაშობს. კასტროს აზრით, ურუგვაელებს არამხოლოდ ჰოლანდიელებთან მოუწევთ ბრძოლა, არამედ მატჩის არბიტრის წინააღმდეგაც, რომელიც ევროპელებს მიეხმარება.
"მიზეზი კი ის არის, რომ ფეხბურთის მოყვარულთა ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ არც იცის თუ რომელ კონტინენტზე მდებარეობს ურუგვაის სახელმწიფო", - განაცხადა ფიდელ კასტრომ.
კასტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ფინალში მხოლოდ ევროპული გუნდები ითამაშებენ, ეს ყველაზე "უფერული და უისტორიო" ფინალი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მუნდიალის მერვედფინალში ხუთივე სამხრეთ ამერიკულმა ნაკრებმა გააღწია, თუმცა ნახევარფინალში მხოლოდ ურუგვაიღა შემორჩა.