გორან ბრეგოვიჩი ქართველი მსმენელისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მუსიკოსი, რომელიც 26 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე კონცერტს გამართავს, ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ ქართველებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.
„გაუმარჯოს საქართველოს, მე გორან ბრეგოვიჩი გახლავართ. 26 აგვისტოს კონცერტს გავმართავ „ბლექ სი არენაზე“. ველოდები თქვენთან შეხვედრას! ეს სიგიჟე იქნება, თუ არ გაგიჟდებით ე.ი. ნორმალურები არ ხართ!“, - აღნიშნავს გორან ბრეგოვიჩი.
ცნობისთვის, გორან ბრეგოვიჩი უამრავი ცნობილი სიმღერისა და საუნდრეკის ავტორია. მათ შორის, მან შექმნა მუსიკა ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმებისთვის, რომლებსაც ასრულებდნენ ისეთი კალიბრის ვარსკვლავები, როგორიცაა იგი პოპპი და სეზარია ევორა.
მისი მუსიკა ერთმანეთში აერთიანებს ბალკანურ ფოლკლორს, როკსა და სიმფონიას. სწორედ ეს, ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებების სინთეზი ტოვებს მსმენელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
გორან ბრეგოვიჩი მუდმივად ეწევა აქტიურ საგასტროლო მოღვაწეობას „Wedding and Funerals Orchestra“-ს თანხლებით, რომელსაც თავადვე ხელძღვანელობს და არცერთ ქვეყანაში არ ტოვებს ცარიელ ადგილებს საკონცერტო დარბაზებში.