ავღანეთის კონტრ - ნარკოტიკულმა პოლიციამ და საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებმა 3 დღიანი ოპერაციის შედეგად, ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში, 64 ნარკოდილერი მოკლეს და 10 დააპატიმრეს. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ოპერაცისს შედეგად სამართალდმაცავებმა 16,641 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს და დაწვეს. ამასთან, ოპერაციის დროს სამართალდმაცავებმა 14 სამოქალაქო პირი გაათავისუფლეს, რომლებიც ნარკოდილერებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი.
როგორც ცნობილია, ავღნაეთი მსოფლიოში ნარკოტიკული საშუალებების: ოპიუმის, ჰეროინის და ჰაშიშის ყველაზე დიდი მწარმოებელია.