ბათუმში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი, გ.ხ. სიკდვილამდე თვენახევრით ადრე, სოციალურ ქსელში მის მიმართ განხორციელებულ ჟანტაჟზე წერდა. ახალგაზრდა მამაკაცი ძალოვან უწყებებს დროულ რეაგირებას სთხოვდა. მის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ალოო ალოოო. ქალაქის პროკურატურაა? ზუსტად ერთი თვე გადის რაც ჩემი შანტაჟისთვის პიროვნებაზე გამოძიება გაქვთ დაწყებული მიუხედავად იმისა ყველა შანტაჟის წყარო გაქვთ მის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოფოტო მასალა თავის შეტყობინებებით და ჩემი მშანტაჟებელი ჯერ კიდევ თავისუფალია, ანუ ეკა ბესელია უნდა ვიყო რომ კანონი ჩემთვისაც კანონობდეს? თქვენ მე შემეწირებით თავს შეგაკლავთ .... თქვენ ჩემით გაქვთ ხელფასები და ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თითოეული მოქალაქე უკანონობისაგან....
ხვალ მოგიწევთ ჩემი ატანა თქვენ თუ არ გამოგაჭენოთ ევროპის მაშტაბით სამარცხვინოდ დაგანახებთ თქვენსას. უმოქმედებო ჩემი ჯიბიდან გაქვთ ხელფასები და კანონი მე ვერ მიცავს უმოქმედებო და უნამუსოებო ნარკომანებო გაგატაროთ პარში დამაცადეთ ხვალ თქვენთან ვარ“, - წერდა გ.ხ.
აღნიშნულის შესახებ, პროკურატურის განმარტებას „ჯი-ეიჩ-ენ-ი“ უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.