საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდასთან ავარიას ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა, ერთი მგზავრი კი ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.