ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, გამშვები პუნქტები მუშაობას 9 აგვისტოს, დილის 7 საათიდან განაახლებენ. აღნიშნული აგვისტოს 2008 წლის 9 წლისთავს უკავშირდება.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება მათ მემორიალური ღონისძიებების დროს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს.