ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარადგენს.
„10 აგვისტოს ბრალდების მხარე თავის დასკვნით სიტყვას წარმოადგენს. დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა პირველ სექტემბერს იქნება. ამის შემდეგ, მხარეებს რეპლიკებით სარგებლობის უფლება ექნებათ. თუ ბრალდების მხარე იმავე დღეს ისარგებლებს რეპლიკის უფლებით, ჩვენც იმავე დღეს ვისარგებლებთ. თუ ამისთვის სხვა სხდომის თარიღს მოითხოვენ, შესაძლებელია სხდომა ერთი კვირით გადაიდოს. ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა.
სექტემბრის შუა რიცხვამდე ყველაფერი უნდა დასრულდეს. ამ საქმის ფაქტობრივი და სამართლებირივი ანალიზით, იმ მტკიცებულებებით, რომელიც ბრალდების მხარემ თითქოს ბრალდების დასადასტურებლად წარადგინა, დეკანოზის ბრალეულობა ვერ და არ დასტურდება. ამიტომ შეუძლებელია, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. ეს არის როგორც ჩვენი, იურისტების, ასევე ადამიანურ ლოგიკაზე აგებული ელემენტარული დასკვნა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ პაატა მეხრიშვილმა.