თბილისში, აბაშიძეზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ხანძარიბინაში გაჩნდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ერთ-ერთს სავარაუდოდ მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს, ხოლო მეორეს ზედა კიდურები აქვს დამწვარი.
ხანძარი სავარაუდოდ საძინებელ ოთახში გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 50 კვადრატული მეტრის ფართი.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.