ანაკლიაში, "თეთრი ხმაურის" აქტივისტი ბაქარ ყორშია დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბაქარ ყორშიას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში კითხავენ. დანიშნულია ექსპერტიზა.
დაკავებულთან იმყოფება საია-ს ზუგდიდის ოფისისი ხელმძღვანელი ჯანო ჭკადუა.