ისრაელი თურქეთისათვის "მშვიდობის ფლოტილიის" დაკავების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს. "ისრაელი არასოდეს მოუხდის ბოდიშს ანკარას "მშვიდობის ფლოტილიაზე" განხორციელებული რეიდის გამო", _ განაცხადა დღეს ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარიის წარმომადგენელმა.
"ისრაელი არასოდეს მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ თავის მოქალაქეებს იცავდა. ჩვენს სამხედროებს დაცვის უფლება ჰქონდათ, იმიტომ, რომ მათი სიცოცხლე ხულიგნების ბანდის მხრიდან საფრთხეში იმყოფებოდა, რომლებიც მათი ლინჩის წესით დასჯას აპირებდნენ", _ განაცხადა წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს თურქულმა გაზეთმა "ხიურიეტმა" გამოაქვეყნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახმეტ დავუთოღლუს განცხადება სადაც მინისტრი თურქეთის მხარეს არჩევანის წინაშე აყენებს _ ან თურქეთს ბოდიში მოუხადოს ან "ურთიერთობები გაწყდება".
"თუკი ისრაელი ბოდიშს მოიხდის ეს საკმარისი იქნება", _ აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თუმცა იქვე აღნიშნავს, თურქეთი ისრაელის მხრიდან კომპენსაციის გადახდასაც მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორისკენ მიმავალი "მშვიდობის ფლოტილიის" ისრაელის მიერ დაკავების დროს გარდაიცვალა თურქეთის რვა მოქალაქე და ერთი თურქული წარმოშობის ამერიკელი.