ინგუშეთში სამხედრო სატვირთო ავტომობილების კოლონა დაცხრილეს. შედეგად, ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა და შვიდი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის გენპროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დაზუსტებული ინფორმაციით, დაცხრილვის შედეგად გარდაცვლილია ორი და დაჭრილია რუსეთის შს სამინისტროს დროებითი ოპერატიული რეაგირების შვიდი სამხედრო მოსამსახურე", _ იუწყება რუსეთის გენპროკურატურის ინგუშეთის მიმართულების სამსახური.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი ფედერალურ ტრასა "კავკასზე" მოხდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები