აშშ-ის სამხედრო ნაწილები ერაყს მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვებენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
"აშშ ერაყში თავის სამხედრო ოპერაციას ამ ზაფხულს, გრაფიკის შესაბამისად დაასრულებს", _ განაცხადა ობამამ.
31 აგვისტომდე ყველა საბაზო დანაყოფების გაყვანა ამერიკის ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ამ მიზნის შესახებ ბაღდადში ყოფნისას ისაუბრა ვიცე-პერზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმაც. მისი თქმით, ერაყში ამერიკის მისიის ხასიათი შეიცვლება, თუმცა აშშ ბაღდადის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მხარდაჭერას განაგრძობს.