პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონცემებით ხმების 53% პოლონეთის სეიმის სპიკერმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბრონისლავ კომოროვსკმ მოიპოვა, ხოლო ამომრჩევლეთა 47%-მა მხარი იაროსლავ კაჩინსკის დაუჭირა. იაროსლავ კაჩინსკიმ თავის მოწინააღმდეგს გამარჯვება უკვე მიულოცა.
"უნდა გავაკეთო ის, რასაც მოითხოვს კეთილი ტრადიცია _ ვულოცავ ბრონისლავ კომოროვსკის", - განაცხადა კაჩინსკიმ თავის საარჩევნო შტაბში გამართულ შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში კომოროვსკის მხარი ამომრჩეველთა 41,45%-მა დაუჭირა, იაროსლავ კაჩინსკის კი _36.46%-მა.
მეორე ტურამდე ორიოდე დღით ადრე სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის GfK Polonia -ს მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, იაროსლავ კაჩინსკი 2%-ით უსწრებდა.
გასულ კვირას ეს სხვაობა კომაროვსკის სასარგებლოდ 11%-ს შეადგენდა.
იმავე ჯგუფის მიერ პირველი ტურის წინ ჩატარებულმა გამოკითხვამ მთავარ ოპონენტებს შორის 54% და 35% დააფიქსირა. U
კომოროვსკის მხარს უჭერდა ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე (66%) და ასაკით ახალგაზრდა ელექტორატი (64%), კაჩინსკის კი საშუალო განათლების (49%) და 60 წელს გადაცილებული (45%) ამომრჩეველი.
პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.