აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სომხეთშია. კლინტონი ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრაზე გაემგზავრა. შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედვარდ ნალბანდიანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჰილარი კლინტონი უკვე იმყოფებოდა აზერბაიჯანში. ხვალ, 5 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოვა.