მოძრაობა "ჰესბოლას" სულიერი წინამძღოლი მუჰამედ ჰუსეინ ფადლალა 74 წლის ასაკში, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მაჰმადიანურ სამყაროში უდიდესი გავლენით სარგებლობდა, იგი შიიტების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მოძღვარი იყო. ამასთან, ფადლალა 1982 წლიდან მოძრაობა "ჰესბოლას" სულერ წინამძღოლადაც ითვლებოდა.
ფადლალა ცნობილი იყო თავისი პროგრესული შეხედულებებით - მაჰმადიანურ სამყაროში მდედრობითი სქესის წარმომადგენლების უფლებების გაზრდის შესახებ.
ცნობისათვის, "ჰესბოლას" სულიერი წინამძღოლი 1979 წელს, ირანში ისლამისტური რევოლუციის მომხრე და მხარდამჭერი იყო.