აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამერიკის შეერთებულ შტატებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში დახმარებას სთხოვს.
"ჩვენთვის ეს მთავარი პრობლემაა, რომელსაც ჩვენ რეგიონის უსაფრთხოების ძირითად პრობლემად ვთვლით. ჩვენ გვინდა ამ პრობლემიდან გამოსავალი რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ. ჩვენი ხალხი იტანჯება", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას "1news.az" ავრცელებს.
თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ "აღნიშნული საკითხი აშშ-თვის მნიშვნელოვანია".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღმოსავლეთ ევროპული ტურნის ფარგლებში დღეს აზერბაიჯანს ეწვია, საიდანაც იგი ერევანში გადაინაცვლეს. ხვალ. 5 ივლისს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თბილისს ეწვევა