ავღანეთში ნატოს ძალების ახალი სარდალი დავიდ პეტრიუსი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ოფიციალურ ცერემონიას, სადაც ამერიკელი გენერალი სიტყვითაც გამოვიდა ნატოს და ავღანეთის ოფიციალური პირებიც დაესწრნენ. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ახალმა სარდალმა ავღანეთში ნატოს მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ალიანსის ჯარებს ამ ეტაპზე, განსაკუთრებული დავალება აქვთ, რადგან "ომი კრიტიკულ მომენტში შევიდა".
"ჩვენ უნდა დავეხმაროთ ავღანეთის მთავრობას, რათა მათ შეძლონ და შექმნან ის მექანიზმები, რომლებიც ავღანელ ხალხს დაიცავენ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ავღანელებს და მთელ მსოფლიოს, რომ "ალ-ქაიდა" და მისი მსგავსი ორგანიზაციები ვეღარ მოახერხებენ ავღანეთის მიწაზე ფეხის მოკიდებას და საფრთხეს ვეღარ შეუქმნიან, როგორც უშუალოდ ამ ქვეყანას, ისე მთელ მსოფლიოს", - განაცხადა ნატოს ძალების ახალმა სარდალმა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ნატოს ძალების ყოფილი სარდალი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი, მაკკრისტალი დაკავებული თანამდებობიდან ბარაკ ობამამ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. მიზეზად მაკკრისტალის მიერ ჟურნალ "როლინგ სტოუნზისთვის" მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც გენერალმა ამერიკელი მაღალჩინოსნები დამცინავად მოიხსენია.