თბილისის საქალაქო სასამართლომ ლტოლვილთა სამინისტროს დაავალა, მიკაელ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ხელახლა იმჯელოს, ამის შესახებ კადიევის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
,,ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც დააკმაყოფილა სარჩელი და დაავალა სამინისტროს, რომ ხელახლა განეხილა საქმე და სამინისტრომ კვლავ უარი გვითხრა. ახლა მოვედით ამ კონდინციაზე, კვლავ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გააუქმა სამინისტროს გადაწყვეტილება უარის შესახებ და დაავალა თავიდან განიხილეთო", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომუწყება ახლა მაინც მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.
დაღესტნის მკვიდრი კადიევი 2009 წელს ხასავ-იურტის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მკვლელობაშია ბრალდებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადიევი რიზვან ომაროვთან ერთად 2012 წელს დააკავა. მათ ბრალი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს. მას შემდეგ რუსეთი კადიევის მისთვის გადაცემას მოითხოვს, თუმცა ქართულ მხარეს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.