ე.წ. ციადინის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დღეს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე უნდა დასრულდეს.
დღესვე დაგეგმილია იმ აუდიო-ვიდეო მასალის შესწავლა, რომელიც პროკურატურის მოთხოვნით, პროცესების დახურვის მიზეზი გახდა.
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ჩანაწერებით გიორგი მამალაძის ბრალეულობა არ დასტურდება.
დაცვის მხარე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ციანიდი დაკავებულ დეკანოზს ჩაუდეს.