4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან. ამ ომში გამარჯვება აშშ-მა მოიპოვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.
მე-19 საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან. შეერთებულმა შტატებმა მოახდინა ტეხასის რესპუბლიკის და ჰავაის ანექსირება.
1860 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, ამ ომში ერთმანეთს ჩრდილოეთის და სამხრეთის შტატები ეომებოდნენ, საბოლოოდ გამარჯვება ჩრდილოეთის შტატებმა მოიპოვა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელს ქვეყანაში მონობა გაუქმდა. ამის შემდეგ შეერთებული შტატები სწრაფი ტემპებით განვითარდა, ქვეყანა მონაწილეობდა როგორც პირველ ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა.
უნდა აღინიშნოს, რომ 1884 წლის 4 ივლისს საფრანგეთმა ამერიკელ ხალხს თავისუფლების ქანდაკება აჩუქა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათი შტატს და ერთ ფედერალურ ოლქს.
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, აქ ცხოვრობს 309 მილიონი კაცი. შეერთებული შტატები ფართობის და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ერი.
აშშ-ს ეკონომიკის მაჩვენებლებით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.