დღეს, 4 ივლისს, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შეუძლიათ. მეორე ტურში ერთმანეთს, იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის სეიმის სპიკერი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბრონისლავ კომაროვსკი უპირისპირდებიან.
პირველ ტურში კომაროვსკის მხარი ამომრჩეველთა 41,45%-მა დაუჭირა, იაროსლავ კაჩინსკის კი _36.46%-მა.
მეორე ტურამდე ორიოდე დღით ადრე სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის GფK Pოლონია -ს მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, იაროსლავ კაჩინსკი 2%-ით უსწრებს.
გასულ კვირას ეს სხვაობა კომაროვსკის სასარგებლოდ 11%-ს შეადგენდა.
სოციოლოგების განმარტებით, კაჩინსკის რეიტინგის ზრდა ბოლო დებატებმა განაპირობა.
იმავე ჯგუფის მიერ პირველი ტურის წინ ჩატარებულმა გამოკითხვამ მთავარ ოპონენტებს შორის 54% და 35% დააფიქსირა. უნდა აღინიშნოს, რომ კომაროვსკის მხარს უჭერს ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე (66%) და ასაკით ახალგარზრდა ელექტრატი (64%), კაჩინსკის კი საშუალო განათლების (49%) და 60 წელს გადაცილებული (45%) ამომრჩეველი.
წინასწარი გამოკითხების მიხედით მეორე ტურში მონაწილეობა აპირებს ამომრჩევლების 48%. პრველ ტურში გამოცხადებამ 54,94% შეადგინა.
პლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ავაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.