დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე შენობის დემონტაჟისას ერთი მუშა გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.
შემთხვევა იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის კედელი ჩამოიშლის შემდეგ მოხდა.
დაშავებულთაგან ორი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ერთ-მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო მანქანა.