მილანში პოლიციამ ბინების გაქურდვაში ბრალდებული ქართველები დააკავა. იტალიური მედიის ცნობით, ბოროტმოქმედები ბინებიდან სხვადასხვა ძვირფას ნივთებს იპარავდნენ.
გამოძიების მტკიცებით, დაკავებული ბანდის ყველა წევრი ქართველი იყო, თუმცა მათ იტალიელი 44 წლის დინო გავაძენი ხელმძღვანელობდა, რომელიც სათამაშო აპარატების კლუბის მფლობელია.
პოლიციაში აცხადებენ, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ოსტატურად მოქმედებდნენ და მათი დაკავება ადვილი არ ყოფილა.
,,ბოროტმოქმედების დაკავება ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი მობილური ტელეფონის საშულებით მოხერხდა. ისინი ერთ-ერთ სახლში ძარცვის დროს დააკავეს. სახლში იმყოფებდა მოახლე, რომელიც დამნაშავეებს გაკოჭილი ჰყავდათ. პოლიციამ ამოიღო მოპარული ძვირფასეულობის ნაწილიც”. იტალიური მედიის ცნობით, 2017 წელს ბინის გაქურდვაზე 61 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 18 ქართველი აღმოჩნდა.