აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ორმა ეჭვმიტანილმა ვინაობა გაამხილა. პატრიცია მაილზმა და მაიკლ ზოტოლიმ სასამართლოში თავიანთი ნამდვილი სახელები თქვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ სინამდვილეში ნატალია პერევეზევა და მიხაილ ქუციკი ქვიათ.
ისინი არლინგტონში ცოლ-ქმრის სტატუსით ცხოვრობდნენ. წყვილს სამართალდამცავებმა საბანკო სეიფში 100 ათასი აშშ დოლარი და გაყალბებული პასპორტები აღმოუჩინეს. შტატების პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულები რუსეთის სასარგებლოდ პოლიტიკური ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობდა და ისინი ყველა გამოცდილი ჯაშუშები არიან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯაშუშობის საქმის ფიგურანტებს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.