11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა განახლდება. სასამართლოს ჩვენებას ერთ-ერთი მთავარი მოწმე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი მისცემს. მისი დაკითხვა „სკაიპის“ საშუალებით მოხდება, რადგან ის გერმანიაში იმყოფება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, ოხანაშვილი სასამართლოს საკმაოდ მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემს.
„სოსო ოხანაშვილი ჩვენი რწმენით და შეხედულებით, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს იტყვის. ვიმედოვნებ, რომ ის ნათელს მოფენს ბევრ ისეთ სიტუაციას, რომელიც ყველაზე საინტერესოა. იგონებენ თითქოს, ის თანამომანწილე და საქმის კურსში იყო, რომ დეკანოზი ამ არარსებული დანაშაულის ჩადენას აპირებდა.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ დღეს ნათელი მოეფინება ერთადერთ რამეს, დანაშაულს რომელიც არ არსებობს. ეს ცილისწამება მამა გიორგის წინააღმდეგ მიზანიმართულადაა აგორებული. მსგავსი დანაშაულის დაბრალება უკვე მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. ეს ყველაფერი კი მაშინ გახდება ნათელი, როცა სოსო ოხანაშვილი დაიკითხება. ოხანაშვილთან კითხვები პროკურატურის პარალელურ რეჟიმში ჩვენც გვექნება.
რაც შეეხბა იმას, დაიკითხება თუ არა დღეს სხვა მოწმეებიც, ამაზე პასუხი ადვოკატს არ აქვს. ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ოხანაშვილის დაკითხვა.