დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.