კონგოში ნავთობის ტანკერის აფეთქებას 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა შესახებ ამჟამად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც მსხვერპლის რაოდენობა ასიდან-ორასამდე მერყეობს.
კატასტროფის ზუსტი მიზეზი ამჟამად დგინდება.