აშშ პატივსცემით ეპყრობა უკრაინის გადაწვეტილებას ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის თაობაზე. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიევში ნაციონალურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"თუ უკრაინამ გადაწყვიტა, რომ მას დღეს არ აუნტერესებს ნატოს წევრობა, ეს მისი უფლებაა და ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას", _ განაცხადა ჰილარი კლუინტონმა.
მისი თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ ეს საკითხი თავად უკრაინლებმა უნდა გადაწყვიტონ.
"როდესაც ის (უკრაინა) მზად იქნება შემოიტანოს განაცხადი ჩვენ ამას მივესალმებით", _ განაცხადა კლინტონმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება თავად უკრაინამ მიიღოს.
კლონტონის განცხადებით, უკრაინა დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ უკრაინულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებაში "სი ბრიზ -2010", რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება.
მან ასევე მადლობა გადაიხადა უკრაინის მონაწილეობისთვის მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციაში.
მასალის გამოყენების პირობები