გარდამავალ პერიოდში ყირგიზეთის პრეზიდენტად არჩეული როზა ოტუმბაევა მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
ოტუმბაევა პრეზიდენტის მოვალეობას 27 ივლისს გამართული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე შეასრულებს.
ოტუმბაევა ცენტრალურ აზიაში პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა.
ბიშკეკის ფილარმონიაში გამართულ ინაუგურაციაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალიბეკ სარიევმა ოტუმბაევას პრეზიდენტობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.
მასვე გადაეცა საპრეზიდენტო ნიშანი და შტანდარტი.
როზა ოტუმბაევა სახელმწიფოს მეთაური 2011 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.