სამოქალაქო აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილაში ჩავიდნენ და მცოცავი ანექსია გააპროტესტეს. მათი გადაწყვეტილებით, 3-კაციანი ჯგუფები საოკუპაციო ხაზთან ვითარებას 25 ივლისიდან დააკვირდებიან. აქტივისტები, ამ დროისთვის, სამხარეო პოლიციასთან პატრულირების დეტალებს ათანხმებენ.
აქტივისტები განმარტავენ, რომ პატრულირება მცოცავი ანექსიის პრევენციის მიზნით განხორციელდება, ხოლო ოკუპანტების მხრიდან უკანონო ქმედებების შესახებ მიღებულ ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.
ცნობისათვის, 21 ივლისს, სოფელ ყარაფილასთან ე.წ. სასაზღვრო ბანერთან ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ოკუპანტებმა ყარაფილას განაპირას არსებული 7 ჰექტარი მიწის ფართობის მითვისება სცადონ.