პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე "სიჩუმის დღეა". ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია აგიტაციის ნებისმიერი ფორმა, სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება, კანდიდატების რეიტინგების გამოქვეყნება.
პოლონეთში საარჩევნო უბნები 4 ივლისს დილის 08:00 საათზე გაიხსნება და ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.
მეორე ტურამდე ორი დღით ადრე სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის GfK Polonia -ს მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, იაროსლავ კაჩინსკი თავის კონკურენტს პოლონეთის სეიმის სპიკერს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბრონისლავ კომაროვსკის 2%-ით უსწრებს.
გასულ კვირას ეს სხვაობა კომაროვსკის სასარგებლოდ 11%-ს შეადგენდა.
სოციოლოგების განმარტებით კაჩინსკის რეიტინგის ზრდა ბოლო დებატებმა განაპირობა.
იმავე ჯგუფის მიერ პირველი ტურის წინ ჩატარებულმა გამოკითხვამ მთავარ ოპონენტებს შორის 54% და 35% დააფიქსირა. უნდა აღინიშნოს, რომ კომაროვსკის მხარს უჭერს ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე (66%) და ასაკით ახალგარზრდა ელექტრატი (64%), კაჩინსკის კი საშუალო განათლების (49%) და 60 წელს გადაცილებული (45%) ამომრჩეველი.
წიანსწარი გამოკითხების მიხედით მეორე ტურში მონაწილეობა აპირებს ამომრჩევლების 48%. პრველ ტურში გამოცხადებამ 54,94% შეადგინა.
პლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ავაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.