მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებს რწყილები უტევენ. რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის პირველ, მეორე და მესამე სართულებზე რწყილებზე ნამდვილი შემოტევაა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ადამიანები იღვიძებენ დილით დაკბენილები. მათ წითელი ნაკბენები მთელს სხეულზე აღენიშნებათ", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ ადგილობრივების მიერ გამოძახებული სანიტარული სამსახურის თანამშრომლებმა მკბენარებს რწყილების კვალიფიკაცია მისცეს.
ამას გარდა, რუსული მედია, "როსპოტრებნადზორში" არსებულ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ბოლო დროს მართლაც იმატა მოსახლეობის ჩივილებმა რწყილების მომრავლების და მათი შემოტევის გამო".
"ადრე ჩიოდნენ ვირთხების გამო, ახლა კი რწყილების გამო ჩივიან", _ აცხადებს "როსპოტრებნადზორის" თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ პარაზიტებთან ბრძოლის ერთ-რთი კომპანია მოსკოვში აცხადებს, რომ "რწყილების შემოსევა არა მხოლოდ ქალაქის სამხრეთ რაიონისათვისაა პრობლემა, არამედ მთელი მოსკოვისთვის".