იტალიის დედაქალაქში სიტყვის თავისუფლების დასაცავად მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, მასში 300 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა რომის პრეფექტურის ინფორმაციით, მიტინგში 60 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილება.
მანიფესტაცია დამოუკიდებელი პრესის მხარდასაჭერად და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციის მცდელობის წინააღმდეგ გაიმართა.
მანიფესტაციაში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციურმა პარტიებმა. Mსახალხო მოედანი _ პიანცა დელ პოპილო წითელი დროშებით, პლაკატებითა და ანტისამთავრობო ლოზინგებით იყო სავე.
ექსპერტების განცხადებით, პიანცა დელ პოპილოზე გამართული მანიფესტაცია ერთ-ერთი უდიდესი იყო მემარჯვენე ცენტრისტებისა და ბერლუსკონის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ.
თავად იტალიის პრემიერი სილვიო ბერლუსკონი მანიფესტაციას მემარცხენეების მიერ მოწყობლ პროვკაციად აფასებს, რომელიც პირადად მის წინააღმდეგაა მიმართული.
თავად აქციის ორგნიზატორების განცხადებით, აქცია პოლიტიკური არ იყო და მიზნად მედიის პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავდა.