პაკისტანის მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-დე გაიზარდა, დაშავებულია 200 ადამიანი. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
აფეთექება პაკისტანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ლაორეში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის, სუფიზმის სალოცავში განხორციელეს.
ტერაქტის დროს, ტაძარში ათასობით მორწმუნე იმყოფებოდა და სუფიზმის ერთ-ერთი წმინდანის, აბულ ჰასან ალი ჰაჯვერის დღესასწაულს აღნიშნავდა. ერთ-ერთმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთის შესასვლელთან აამოქმედა, დანარჩენმა ორმა კი თავი შენობის შიგნით აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.