პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ლაქხორის მეჩეთში სამმა ტერორისტმა კამიკაძემ თავი აიფეთქა. დაშავდა 122 კაცი.
ტერაქტი მაშინ მოხდა, როდესაც სალოცავში უამრავი მორწმუნე იმყოფებოდა. ერთ-ერთმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთის შესასვლელთან აამოქმედა, დანარჩენმა ორმა კი თავი შენობის შიგნით აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.