უმაღლესმა რადამ უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრინციპების შესახებ კანონი მიიღო, საიდანც ამოღებულია პუნქტი ქვეყნის ნატოში შესაძლო გაწვრიანების შესახებ. შესაბამის გადაწყვეტილებას 279-დან ხმა 259-მა დეპუტატმა მისცა.
პარლამენტში კანონპროექტი პერზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეიტანა.
უკრაინის საშინაო და საგარეო პრინციპების შესახებ კანონში მთავარ პრონციპებს შორის აღნიშნულია კოლექტიური უსაფრთხოების საერთოევროპულ და რეგიონალურ სისტემებში ქვეყნის სრულუფლებიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან, დსთ-სთან და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისა და სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში.
კანონპროექტში ფორმულირებულია ენის საკითხიც. აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის განვითარებისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფას უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ყველა საზოგადოებრივ სფეროში. კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია რუსული ენისა და სხვა ეროვნული უმცირესობების ენების დაცვისა და გამოყენების უზრუნველყოფა.
იულია ტიმოშენკოს ბლოკმა და ბლოკმა "ნაშა უკრაინამ" კანონპროექტი ნატოს წევრობაზე უარის თქმის გამო მწვავედ გაკრიტიკეს და დეპუტატებს დოკუმენტის გაპროტესტებისკენ მოუწოდეს.